Wednesday, May 15, 2013

ცნობილი ბრენდების ისტორია



 

ისტორია

როგორ დაიპყრეს მათ ბაზარი? რატომ ირჩევს ხალხი ამ პროდუქტს? და რამდენად პოპულარულები არიან ისინი?
მინდა წარმოგიდგინოთ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრენდები და მათი განვითარების ისტორია.



ვის უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ დღეს მოდა საერთოდ არსებობს?! – რა თქმა უნდა  ლუი XIV-ეს. იმ დროს საფრანგეთში ოქროს ხანა იყოდიდებული ცერემონიები, ყოველდღიური ზეიმები და მეჯლისები, ფუფუნება და ზრუნვა ახალ ტანსაცმელზე. ლუდოვიკო მეთოთხმეტეს დაწყებული საქმე მარია-ანტუანეტამ განაგრძო, რომელიც საფრანგეთში ავსტრიიდან ჩამოვიდა და გადაწყვიტა, თავისი ჩაცმულობით ყველა გაეკვირვებინა. დედოფლისთვის ახალ-ახალ კაბებს კარის მკერავი როზა ბერტენი ქმნიდა, რომელსაც მოგვიანებითმოდის მინისტრისტიტული მიანიჭეს. სწორედ როზა ბერტენის ქმნილებაა სახელგანთქმული კრინოლინი. ასევე, წარმოუდგენელი სიმაღლის დაარქიტექტურისვარცხნილობები, რომელშიც მარტო ყვავილებს კი არა, არამედ ბაფთებს, ლენტებს, ძვირფასეულობას, მინიატურულ ხომალდებს და წისქვილსაც კი იპოვიდით. ბერტენის შემდეგ დაიწყო ის ეპოქა, როცა მკერავები უბრალოდ მკერავები კი არ იყვნენ, არამედ ნელ-ნელა დიზაინერებად იქცნენ. მაგალითად, მადამ ბერტენის შეკერილი კაბა იმაზე ოცჯერ მეტი ღირდა, ვიდრე იმდროინდელი მკერავის წლიური შემოსავალი.
 
მაღალი მოდისნამდვილი მამა, ინგლისელი ჩარლზ ფრედერიკ ვორტი იყო, რომელმაც ოცი წლის ასაკში გადაწყვიტა დაეპყრო ქალბატონების გულები. 1858 წელს მან საკუთარი სახელოსნო გახსნა. ბიზნესში ცოლი ეხმარებოდა. ის მოდის სამყაროში პირველ მოდელად იქცა. არასტანდარტული მოდელებითა და ტანსაცმლის სტილით ვორტმა მალე გაითქვა სახელი. ის საფრანგეთის საიმპერატორო კარის მთავარ დიზაინერად იქცა. ნაპოლეონ მესამის მეუღლე მხოლოდ მის შეკერილ კოსტიუმებს იცვამდა. იმ დროს ოდის მიმდევარი ყველა ფრანგი ქალი ოცნებობდა, ვორტის მიერ შექმნილი სამოსი ჩაეცვა. ვორტი პირველი იყო ვინც კოლექციების შექმნა დაიწყო, თანაც პირველმა დაყო ის სეზონების მიხედვით. 1868 წელს ვორტმა დააარსა პირველი სინდიკატიმაღალი მოდის სახლების პალატა“, რომელიც დღემდე არსებობს.
მოდა დამყარებულია სენსაციებზე. იმისთვის, რომ ის შევცვალოთ,ხშირად გვჭირდება რადიკალური ზომები. მეოცე საუკუნე სავსე იყო მსგავსი ფაქტებით და ადამიანებით, რომლებიც არ შეუშინდნენ მოდაში პატარ-პატარა რევოლუციებს და საბოლოოდ მოდის სამყაროში გადატრიალება მოახდინეს. მრავალი მათგანი დღესაც აგრძელებს წარმატებულ საქმიანობას.  მეოცე საუკუნე კაცობრიობისთვის არა მარტო ტექნოლოგიური, მეცნიერული და საგანმანათლებლო, არამედ მოდური მიღწევებითაც გამოირჩეოდა. განსაკუთრებით, საუკუნის უკანასკნელი წლები.

No comments:

Post a Comment