Wednesday, May 15, 2013

კოკო შანელი



 Coco Chanel


გაბრიელ ბონეერ კოკო შანელი (Gabrielle Bonheur Coco Chanel) —ფრანგული მოდის ერთ-ერთი გავლენიანი და ცნობილი დიზაინერი, რომლის თანამედროვე ხედვამ, მამაკაცის სამოსისგან შთაგონებამ და ძვირადღირებული უბრალოებისკენ ლტოლვამ ის XX საუკუნის მნიშვნელოვანი ფიგურა გახადა. ის იყო ცნობილი ბრენდის, შანელის დამაარსებელი. მოდაზე თავისი ექსტრაორდინალური გავლენის წყალობით შანელი, ერთადერთი ამ სფეროდან ჟურნალ TIME-ის ის XX საუკუნის  100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში მოხვდა. მან მოდის ინდუსტრიაში დიდი გადატრიალება მოახდინა.
 
   
კოკო შანელი წარმოადგენს დახვეწილი გემოვნებისა ბრენდს.  მან შემოიტანა ტენდენციები, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგაც ინარჩუნებს პოპულარობას. სამკერვალო საქმე ხელოვნების დონემდე აიყვანა, დასაწყისში კი საკუთარი ხელების, ქინძისთავებისა და მაკრატელის გარდა არაფერი ჰქონდა. შანელს სურდა ყველასათვის ეჩვენებინა, რომ ის ახალი საუკუნის ქალია, სიცოცხლით სავსე, თუმცა ყოველთვის იდუმალი და უცნაური იყო. საკუთარ თავზე მუდამ ქმნიდა მითებს, მალავდა ასაკს, დაბადების ადგილს, მშობლებს, ოჯახურ წარმომავლობას, განათლებას, რომელიც მას არც ჰქონია.
კოკო შანელმა შექმნა თანამედროვე ქალბატონის მოდური სახე.პირველმამოიფიქრა საცურაო კოსტიუმის მოდელი, პირველი გაირუჯა მზეზე სტილისთვის, უარყო კორსეტი, ბიჭურად შეიჭრა თმა, ან ძვირფასითვლები ყალბით შეცვალა და "იაფფასიანი" ბიჟუტერია
დახვეწილი გემოვნების ნიშანი გახადა. ქვედაბოლო სიგრძეში
დაამოკლა და შემოიღო შარვლები ქალბატონებისთვის. ასეთი გამოწვევებით მსოფლიო შოკში ჩააგდო.
 

შანელი ამბობდა, რომ მომავალი არ აქვს ქალს, რომელიც სუნამოს არ ხმარობს. 1922 წელს კოკო შანელის და გენიალური ქიმიკოს-პარფიუმერის ერნესტ ბოს დაძაბული ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა 80 კომპონენტისგან შექმნილი "სუნამო ქალებისთვის ქალის სურნელით" Chanel №5.
კოკო შანელი იქცა მოდის აღიარებულ კანონმდებლად. მისი მოდის სახლი თავისი სალონით, მაღაზიით, ატელიეთი და ბინით კამბონის ქუჩაზე, პარიზის განუყოფელი ნაწილი გახდა, მისი კლიენტები  იყვნენ XX საუკუნის ცნობილი ქალბატონები: მარლენ დიტრიხი, ჟაკლინ კენედი, ელიზაბეტ ტეილორი და სხვები.

No comments:

Post a Comment