Wednesday, May 15, 2013

Christian Dior

1940-1050-იანი წლების მიწურულის ყველაზე გავლენიანი მოდელიერი კრისტიან დიორი (1905-1957) ომის შემდგომი პერიოდის უგვირგვინო მეფედ აღიარეს. მის მიერ შექმნილი სილუეტი New Look  წარმოჩენისთანავე ლეგენდად იქცა.  დიორმა პირველმა გააერთიანა ერთი ბრენდის ქვეშ სხვადასხვა წარმოებული პროდუქცია და შექმნა მოდის პირველი იმპერია.
1928 წელს მამა დაეხმარა კრისტიანს სამხატვრო გალერეის გახსნაში იმ პირობით, რომ გვარი "დიორი" აბრაზე არასდროს დაიწერებოდა. სამი წლის შემდეგ, კრისტიანის მამა გაკოტრდა, ოჯახს მძიმე დღეები დაუდგა და გალერეაც დაიხურა. მომდევნო რამდენიმე წელი კრისტიანმა სიღატაკეში გაატარა და ძლივს გაჰქონდა თავი მოდების სახლში ტანსაცმლის ესკიზების გაყიდვით. ბედმა გაუღიმა, როდესაც მოდელიერმა Robert Piquet-მა ასისტენტად აიყვანა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ოფიცერი კრისტიან დიორი ფრონტზე იბრძოდა.
მართალია, ომმა ძირფესვიანად დაანგრია საფრანგეთის ეკონომიკა, მაგრამ ბიზნესმა მაინც დაიწყო აღორძინება. წარმოების სხვა დარგებს არც მოდის ინდუსტრია ჩამორჩა. დიორის ბავშვობის მეგობარმა კრისტიანი მიიწვია, რათა მასთან ერთად აღედგინა ტანსაცმლის კერვის ცნობილი ფირმა Philippe et Gaston.
კარგი სამოსი იმ დროისთვის ფუფუნებად მიიჩნეოდა, ქალები თვითონ იკერავდნენ ტანსაცმელს. ძირითადად, ატარებდნენ მუხლებამდე ქვედაბოლოსა და წაწვეტებულლიპიან პიჯაკებს. კრისტიან დიორის კოლექციის პირველი ჩვენება 1947 წლის 12 ნოემბერს დაინიშნა. თავიდან, ახალ დიზაინერს ეჭვის თვალით შეხედეს, მაგრამ უკვე ერთი წლის შემდეგ, მთელმა ევროპამ და ამერიკამ მიიღო დიორის ახალი სტილი.
სწორედ ოპტიმიზმისა და ინსტინქტის წყალობით, დიორი მიხვდა, თუ რა სურდა ომის შემდგომ საფრანგეთს და მისი დამსახურებაა, რომ პარიზმა კვლავ დაიბრუნა მსოფლიო მოდის დედაქალაქის წოდება.
დიორმა, თავის პარტნიორ, ჟაკ რუესთან ერთად პირველმა დაიწყო თავისი მოდელების ლიცენზირებული წარმოება საფრანგეთის სხვადასხვა რეგიონსა და მთელ მსოფლიოშიც. დიორის საფირმო ნიშანმა მსოფლიო მოიცვა.

 
 

კრისტიან დიორს, მოდის გარდა, არომატებიც იზიდავდა: "სუნამო - ქალის ინდივიდუალობის მაჩვენებელი და მისი სახის საბოლოო შტრიხია", - ამბობდა კრისტიანი. ამჯერად არსებობს Dior-ის 97 არომატი.
დიორის გარდაცვალების შემდეგ Christian Dior-ის პირველი კოლექციის ჩვენება სენსაციად იქცა. მის შესაქმნელად 21 წლის ივ სენ ლორანს სულ ცხრა კვირა დასჭირდა. წარმოდგენილი სამოსი გამოირჩეოდა ისეთივე უზადო პროპორციებით, როგორიც იყო თავად კრისტიან დიორის ნახელავი.
ფრანგული გაზეთი Le Mond  დიორზე წერდა: "მისი სახელი კარგი გემოვნების, ცხოვრების ხელოვნებისა და დახვეწილი კულტურის სინონიმად იქცა".



No comments:

Post a Comment